ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით.
გამეორების შემდეგ დავიწყეთ პროექტების პრეზენტაცია. ჯგუფის თითოეული წევრის მიერ წარმოდგენილი პროექტი იყო ძალიან საინტერესო, გათვლილი მოსწავლის საჭიროებებზე, ყველა პროექტში გამოყენებული იყო ის აქტივობები და მეთოდები, რომლებიც ავითარებს XXI საუკუნის მოსწავლეთათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
პროექტების პრეზენტაციის შემდეგ გავამთლიანეთ და შევაჯამეთ შესწავლილი მასალა. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთული. ასეთი ტრენინგი მასწავლებელთათვის აუცილებელი და საჭიროა.
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქ-ნ ქეთევან ცერაძეს გულისხმიერებისათვის, ყურადღებისა და გაწეული მუშაობისათვის.
No comments:
Post a Comment